თსუ მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე NIH (აშშ) დაფინანსებული პროექტის ICREATE ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების 3 სტუდენტის მონაწილეობა (მგზავრობა, სარეგისტრაციო თანხა, სასტუმრო, დღიური ხარჯი) SCOPE საზაფხულო სკოლაში. დარეგისტრირებული სტუდენტების დაფინანსებისათვის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი არის კვლევით პროექტზე (სამაგისტრო, სადოქტორო) მუშაობა, რომლის ძირითადი თემაა: ტრავმული დაზიანებების და ძალადობის ეპიდემიოლოგია და პრევენცია და ინგლისური ენის ცოდნა (ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლა ან სერტიფიკატი).
რეგისტრაციის ბოლო ვადაა- 15 მარტი 2024 წელი.
გთხოვთ, იხილეთ დეტალური ინფორმაცია პროექტის ვებ-გვერდზე:
https://icreate.publichealth.ro/scope-2024/.
საკონტაქტო პირი: პროექტის კოორდინატორი პროფ. ნინო ჩიხლაძე
E-mail: nino.chikhladze@tsu.ge